Accessibility links

logo-print

პეტერ სემნები ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა


სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი თბილისში ოპოზიციის რამდენიმე ლიდერს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა, ნინო ბურჯანაძემ და კახა კუკავამ პეტერ სემნების თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან მშვიდობიანი აქციის დარბევის ამსახველი კადრები გადასცეს და ტერორის შეწყვეტის მიზნით, ხელისუფლებაზე ზემოქმედება სთხოვეს. ოპოზიციის ლიდერებმა ევროპელ დიპლომატს აცნობეს, რომ ბოლო დღეებში პოლიტიკური ნიშნით დაკავებულია 30 ადამიანი, 120 კი - ნაცემია. თავად პეტერ სემნებიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირი შეშფოთებულია ძალადობით, რომელიც დაუშვებელია. მან ყველა პოლიტიკურ მხარეს პასუხისმგებლობისა და ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდა. დღესვე თბილისში გაიმართა სემნებისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის, ტეფტის შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგ, ამერიკელმა დიპლომატმა კომენტარისგან თავი შეიკავა.
XS
SM
MD
LG