Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალი ბოლდირევი: რუსეთი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დასაცავად მზად არის


რუსეთმა მის მიერ აღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო ბაზების განლაგების პროცესი დაასრულა - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს რუსეთის სახმელეთო ძალების მთავარსარდალმა ვლადიმირ ბოლდირევმა განუცხადა. გენერლის თქმით, ორ რესპუბლიკაში დისლოცირებული რუსული ბაზები ბრძოლისუნარიანი შენაერთებია და მზად არის, ადგილობრივი მოსახლეობა როგორც შესაძლო ტერაქტების, ასევე, უშუალო სამხედრო აგრესიისგან დაიცვან. გენერალ ბოლდირევის განცხადებით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსეთის სახმელეთო ძალების ბრიგადები მონაწილეობას მიიღებენ ერთთვიან ოპერატიულ-სტრატეგიულ სწავლებაში „კავკასია 2009,“ რომელიც ივნისის ბოლოს დაიწყება.
XS
SM
MD
LG