Accessibility links

logo-print

სომალიში უშიშროების მინისტრი მოკლეს


დასავლეთ სომალიში, ქალაქ ბალადვეინის ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილი აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 25 ადამიანი, მათ შორის უშიშროების მინისტრი ომარ ჰაში ადენი. როგორც იუწყებიან, სასტუმროს შესასვლელთან აფეთქდა დანაღმული ავტომანქანა, რომელსაც თვითმკვლელი მოიერიშე მართავდა. სომალის ხელისუფლება აფეთქებისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს "ალ ყაიდასთან" კავშირში მყოფ ისლამისტ მეამბოხეებს.
XS
SM
MD
LG