Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვან დერ ბრანდე, იორში და იონკერი შეშფოთებული არიან გაეროს მისიის დახურვის გამო


საქართველოში გაეროს მისიის საქმიანობის შეწყვეტას გამოეხმაურნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები - ლუკ ვან დერ ბრანდე, მატიაშ იორში და კორინ იონკერი. მათს მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მისიის მუშაობის შეწყვეტის შედეგად აფხაზეთი ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით "შავ ხვრელად" შეიძლება იქცეს. "გაეროს მისიას რეგიონში საქმიანობის 15 წელიწადზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს", ვკითხულობთ განცხადებაში. "ამ გამოცდილების დაკარგვა არ შეიძლება." განცხადების ავტორები მიმართავენ ყველა მხარეს, უწინარესად ხალხზე იფიქრონ, და არა პოლიტიკაზე. "გაეროს მისიის გარეშე აფხაზეთში აღარ იარსებებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის დამოუკიდებელი მექანიზმი და თითქმის მთლიანად მოისპობა საერთაშორისო ყოფნა. ამით იზარალებს ხალხი, განსაკუთრებით კი გალის რეგიონის მცხოვრებნი", ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელთა განცხადებაში.
XS
SM
MD
LG