Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს "როსნეფტის" ვიცე-პრეზიდენტის ვაჟის მოტაცებაში ეჭვმიტანილი ქალი


მოსკოვში დააკავეს ქალი, რომელიც ეჭვმიტანილია კომპანია "როსნეფტის" ვიცე-პრეზიდენტის, მიხაილ სტავსკის ვაჟის მოტაცებაში მონაწილეობაში. რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, დაკავებული გროზნოს მკვიდრია. გამტაცებლები ორ თვეზე მეტ ხანს აკავებდნენ 18 წლის ახალგაზრდას. სტავსკის ვაჟი ოთხმა დაუდგენელმა პირმა მოიტაცა აპრილის შუა რიცხვებში, მოსკოვში, ნავთობისა და გაზის უნივერსიტეტთან, სადაც ის სწავლობს. წუხელ სტავსკის ვაჟი გაათავისუფლეს. გათავისუფლების გარემოებებზე არაფერს იუწყებიან.
XS
SM
MD
LG