Accessibility links

logo-print

ირანში ოპოზიციის მოხრეების საპროტესტო დემონსტრაციები გრძელდება


ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული კანდიდატის, მირ ჰოსეინ მუსავის მომხრეებმა დღეს გააგრძელეს ქუჩაში მსვლელობები. დღესვე გლოვობენ დემონსტრანტებს, რომლებიც დახოცეს ირანის სადავო არჩევნების შემდგომი ძალადობის დროს. მუსავიმ მოუწოდა მომხრეებს, გამართონ მშვიდობიანი დემონსტრაციები და მივიდნენ მეჩეთებში, რათა უჩვენონ სოლიდარობა ძალადობის დროს დახოცილების და დაჭრილების ოჯახებს. სულ მცირე, 7 ადამიანი დახოცეს და არაერთი დაჭრეს შეტაკების დროს, რომელიც მოჰყვა პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის პრეზიდენტად კვლავ არჩევას, 12 ივნისს.
XS
SM
MD
LG