Accessibility links

logo-print

აფეთქებებმა ავღანეთში პოლიციელებისა და სამოქალაქო პირების სიცოცხლე შეიწირა


ავღანეთის პოლიციის ცნობით, სამხრეთში მდებარე ქალაქ ყანდაარში, ველოსიპედზე მიმაგრებული ბომბით მოწყობილმა აფეთქებამ ორი ადამიანის, მათ შორის 11 წლის ბიჭის სიცოცხლე შეიწირა. პოლიციის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება. ჯერ არ არის დადგენილი, უკავშირდება თუ არა ეს აფეთქება თალიბანის ამბოხებას. ასევე ყანდაარის პროვინციის შორავაკის რაიონში გზის პირს ჩადებულ ბომბზე აფეთქდა პოლიციის ავტომანქანა, დაიღუპა 5 პოლიციელი.
XS
SM
MD
LG