Accessibility links

logo-print

აბელცევის თქმით, ქართულმა ტელეარხებმა მისი სიტყვები კონტექსტიდან ამოიღეს


რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრმა სერგეი აბელცევმა, რომელმაც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების გამო, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი არაკორექტულად მოიხსენია, ჟურნალისტები მის პროვოცირებაში დაადანაშაულა. აბელცევი ირწმუნება, რომ ქართულმა ტელეარხებმა მისი სიტყვები კონტექსტიდან ამოიღეს. ამასთან, სააგენტო რია-ნოვოსტის დუმის დეპუტატმა განაცხადა, რომ ამერიკელი დიპლომატის შესახებ მისი მოსაზრებები რუსეთის სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას არ გამოხატავს.
XS
SM
MD
LG