Accessibility links

logo-print

ოპოზიცია მოითხოვს, დეპუტატები შეხვდნენ ოპოზიციის ხუთ დაპატიმრებულ აქტივისტს


საპარლამენტო ოპოზიციამ დღეს მოითხოვა, რომ დეპუტატები თავად შეხვდნენ ოპოზიციის ხუთ დაპატიმრებულ აქტივისტს, რომლებიც ომბუდსმენის ინფორმაციით, სასტიკად ნაცემები არიან. ადამიანის უფლებათა კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტის თავმჯდომარე შესაბამის უფლებამოსილებას ამავე კომიტეტის წევრებს ეკა ხერხეულიძეს და დიმიტრი ლორთქიფანიძეს მისცემს. პატიმრებთან შეხვედრას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გიორგი ცაგარეიშვილიც მოითხოვს.
XS
SM
MD
LG