Accessibility links

ხამენეიმ "ირანის მტრების" დაადანაშაულა ირანში საქართველოს მსგავსი "რევოლუცის" მოწყობის მცდელობაში


ირანის უზენაესი სულიერი ლიდერის, ალი აკბარ ხამენეის თმით, გასული კვირის საპრეზიდენტო არჩევნებში ირანელმა ხალხმა პრეზიდენტად აირჩია ის, ვინც სურდა. მისი სიტყვებით, 12 ივნისის არჩევნებში, რომელშიც, ოფიციალური მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა გაიმარჯვა, გაყალბებას არ ჰქონია ადგილი. პარასკევს ერისადმი ხამენეის მიმართვას წინ უძღოდა ოპოზიციის რამდენიმე დღიანი მასობრივი საპროტესტო გამოსვლები აჰმადინეჟადის ხელახლა არჩევის წინააღმდეგ. ოპოზიციის მომხრეები ლაპარაკობენ ფართო მასშტაბის გაყალბებაზე და არჩევნების გაუქმებას და ხელახალ კენჭისყრას მოითხოვენ. ხამენეის თქმით, ქუჩებში გამოსვლები უნდა შეწყდეს, ვინაიდან არჩევნების ბედი საარჩევნო ურნებთან წყდება და არა ქუჩაში. აიათოლა ხამენეიმ თავის გამოსვლაში საქართველოც ახსენა - “ირანის მტრები” დაადანაშაულა ირანში ისეთივე “ხავერდოვანი რევოლუციის” მოწყობის მცდელობაში, როგორიც საქართველოში მოხდა. თავის გამოსვლაში მან თქვა: “იმან, რასაც ზოგი აკეთებდა ირანში, შეცდომაში შეიყვანა დასავლეთი. მათ იფიქრეს, რომ ირანი საქართველოს ჰგავს. რამდენიმე წლის წინ ერთმა ამერიკელმა სიონისტმა ინვესტორმა განაცხადა (თვითონ თქვა, და მედიაშიც იუწყებოდნენ), საქართველოში 10 მილიონი დოლარი დავხარჯე და ხავერდოვანი რევოლუციით ხელისუფლება დავამხე, მის მაგივრად ახალი მოვიყვანეო. სულელს ეგონა, რომ ისლამური რესპუბლიკა - ეს დიდი ერი ისეთივეა, როგორც... რა ქვეყანას ადარებენ ირანს? ჩვენი მტრების პრობლემა ის არის, რომ ვერ გაუცნობიერებით, რა ერი ვართ”.
XS
SM
MD
LG