Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში, შესაძლოა, ხელახლა დაითვალონ ხმების ნაწილი


ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, გუშაგთა საბჭომ გამოთქვა მზადყოფნა, ხელახლა დაითვალოს საპრეზიდენტო არჩევნებისას მიცემული ხმების ათი პროცენტი - საგანგებო შერჩევის გარეშე. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული ორი კანდიდატი, ზომიერ რეფორმისტებად მიჩნეული მირ ჰოსეინ მუსავი და მეჰდი კარუბი არ გამოცხადდნენ გუშაგთა საბჭოს დღევანდელ საგანგებო სხდომაზე. გუშაგთა საბჭო პასუხს აგებს პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაციაზე და, ამასთანავე, ზედამხედველობას უწევს საარჩევნო პროცესს.
XS
SM
MD
LG