Accessibility links

logo-print

საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი ჯონ ბასი იქნება


საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობას ჯონ ბასი დაიკავებს. თეთრი სახლის პრესსამსახურის ცნობით, ამ პოსტზე ბასის კანდიდატურა პარასკევს წამოაყენა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. 2008 წლის ივლისიდან დღემდე ბასი მსახურობს ერაყში, სადაც სათავეში უდგას სამოქალაქო და სამხედრო პირებით დაკომპლექტებულ ჯგუფს, რომლის ფუნქცია ერაყის პროვინციებში მმართველობის ინფრასტრუქტურის აღდგენაა. მანამდე ბასი ხელმძღვანელობდა სახელმწიფო დეპარტამენტის ოპერატიულ ცენტრს; მსახურობდა იტალიაში, ბელგიასა და ჩადში; მუშაობდა სახელმწიფო დეპარტამენტში თურქეთის, კვიპროსისა და ნატო-რუსეთის ურთიერთობების საკითხებზე. აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ჯონ ბასი ჯონ ტეფტს შეცვლის.
XS
SM
MD
LG