Accessibility links

logo-print

დავით გამყრელიძე: ოპოზიციიდან მოსკოვი არავის აფინანსებს


„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის დავით გამყრელიძის თქმით, ოპოზიციიდან მოსკოვი არავის აფინანსებს. ამ შინაარსის განცხადება გამყრელიძემ თბილისში გამართულ ბრიფიგზე გააკეთა - პასუხად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ სატელევიზიო გამოსვლაზე. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მას აქვს ინფორმაცია, რომ კრემლმა სასტიკად გააფრთიხლა რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები, ფინანსური დახმარება არ გაუწიონ ქართულ ოპოზიციას. „ინტერპრესნიუსის“ სააგენტოს მოჰყავს ახალი მემარჯვენეების ლიდერის სიტყვები იმის თაობაზე, რომ “კრემლს დღეს საქართველოს ხელისუფლების სათავეში სწორედ მიხეილ სააკაშვილის ყოფნა აწყობს, რათა ხელში ჩაიგდოს ის ობიექტებიც, რომელსაც ჯერ ვერ ფლობს.“ გამყრელიძის დააზუსტა, რომ გულისხმობს “საქართველოს რკინიგზასა” და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებს.
XS
SM
MD
LG