Accessibility links

logo-print

რუსეთი მზად არის, რადიკალურად შეამციროს თავისი ბირთვული არსენალი


რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვი მზად არის, რადიკალურად შეამციროს თავისი ბირთვული არსენალი. როგორც დმიტრი მედვედევმა ამსტერდამში ვიზიტის დროს უთხრა ჟურნალისტებს, მოსკოვი მზადაა, გაცილებით უფრო მკვეთრად შეამციროს სტრატეგიული თავდაცვის შეიარაღება, ვიდრე ამას ითვალისწინებს “სტარტ 1”. საქმე ეხება სტრატეგიული შეიარაღების ხელშეკრულებას, რომლის გარშემოც მოსკოვი და ვაშინგტონი ახალ მოლაპარაკებას აწარმოებენ, რადგან “სტარტ 1”-ის მოქმედების ვადა დეკემბერში ამოიწურება. მედვედევი ამსტერდამს ეწვია იქ პარასკევს ერმიტაჟის მუზეუმის ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG