Accessibility links

ირანში დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა


თეირანის ცენტრში პოლიციელებს და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. დემონსტრაციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად, მიუხედავად ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გაფრთხილებისა, შეეწყვიტათ საპროტესტო გამოსვლები. თვითმხილველები იუწყებოდნენ, რომ ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა სამ ადგილას, მათ შორის თეირანის უნივერსიტეტთან, რის შემდეგაც საპროტესტო აქციები სხვა ადგილებზეც გავრცელდა. ათასობით პოლიციელი და ისლამურ მილიცია "ბასიჯის" წევრები მონაწილეობდნენ აქციების დაშლისაკენ მიმართულ ძალისხმევაში. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატმა მირ ჰოსეინ მუსავიმ ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდა, გააუქმოს არჩევნების შედეგი, რომლის მიხედვითაც არჩევნებში გაიმარჯვა პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა. დღესვე, ირანის ორმა ნაწილობრივ თავისუფალმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ცნობა თეირანში მომხდარი აფეთქების შესახებ. ამ წყაროების ცნობით, აფეთქებამ ისლამური რევოლუციის ლიდერ აიათოლა ხომეინის მავზოლეუმთან ერთი ადამიანი მოკლა და, სულ ცოტა, ერთი დაჭრა. დამოუკიდებელ წყაროებს ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებიათ.
XS
SM
MD
LG