Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთთან დე ფაქტო საზღვრის მახლობლად აფეთქებამ ადამიანი იმსხვერპლა


აფხაზეთთან საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის საზღვრის მახლობლად აფეთქების შედეგად, დღეს ერთი ადამიანი დაიღუპა - მძღოლი სამედიცინო ბრიგადისა, რომელიც ეკროკაშირის სადამკვირვებლო მისიას ახლდა. მძღოლს ფეხქვეშ აუფეთქდა ნაღმი, როცა მაქანიდან გადავიდა. მსუბუქად დაიჭრა ერთი ექიმი. ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის წევრებიდან არავინ დაშავებულა. აფეთქება დღეს დილას მოხდა წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში. გასული წლის ოქტომბერში ევროკავშირის 225-მდე მეთვალყურე შეუდგა აფზახეთთან და ცხინვალის რეგიონთან დე ფაქტო საზღვრებზე მეთვალყურეობას. მათ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის უფლება არ ეძლევათ.
XS
SM
MD
LG