Accessibility links

"ნიუ-იორკ ტაიმსის" კორესპონდენტმა თალიბანის ტყვეობიდან გაქცევა შეძლო


გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსის" კორესპონდენტმა დევიდ როუდმა თავი დააღწია თალიბანის ტყვეობას. ის 7 თვე ჰყავდათ დაკავებული ავღანეთსა და პაკისტანში. დევიდ როუდი და, მასთან ერთად, ადგილობრივი ჟურნალისტი ტაჰირ ლადინი კედელზე გადაძვრნენ ბანაკში, რომელშიც დატყვევებული იყვნენ ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში. ორივე ჟურნალისტი პაკისტანელმა სამხედროებმა იპოვეს და ავღანეთში, ბაგრამის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ჩაიყვანეს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კმაყოფილება გამოთქვა როუდის ტყვეობის დასრულების გამო.
XS
SM
MD
LG