Accessibility links

პოლიციის ცნობით, თეირანში შეტაკებებისას ასობით დემონსტრანტი დააკავეს


ირანის პოლციის განცხადებით, თეირანში 450-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს გუშინდელი საპროტესტო აქციების დროს. ეს განცხადება დღეს გავრცელდა. საინფორმაციო სააგენტო “მერის” ცნობით, პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ 457 დაპატიმრებული არეულობაში მონაწილეობდა და ჩართული იყო საზოგადოებრივი საკუთრებისთვის ზიანის მიყენებაში. დღესვე, უფრო ადრე, პოლიციამ გააკეთა განცხადება, რომ, სულ ცოტა, 10 ადამიანი დაიღუპა და ასობით კაცი დაიჭრა საპროტესტო აქციების დროს. სახელმწიფო ტელევიზია პრეს-ტივი იუწყებოდა 13 დაღუპულის შესახებ, თუმცა მას ამ ინფორმაციის ოფიციალური წყარო არ დაუსახელებია. ამავე ტელეარხის ცნობით, შაბათს საღამოს დააპატიმრეს ყოფილ პრეზიდენტ ჰაშემი რაფსანჯანის უფროსი ქალიშვილი და მისი ოჯახის კიდევ ოთხი წევრი, თუმცა, ამ ოთხის ვინაობა დაზუსტებული არ არის.
XS
SM
MD
LG