Accessibility links

logo-print

ჰანსიორგ ჰაბერი სამეგრელოში დღევანდელი აფეთქების გამოძიებას მოითხოვს


საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარეს მოუწოდა, გამოიძიონ ინციდენტი, რომელმაც წალენჯიხის რაიონში დღეს ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქმე ეხება აფეთქებას აფხაზეთთან საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის საზღვრის მახლობლად. აფეთქების შედეგად დაიღუპა ავთანდილ ახალაძე - მძღოლი სამედიცინო ბრიგადისა, რომელიც ეკროკაშირის სადამკვირვებლო მისიას ახლდა. მსუბუქად დაიჭრა ერთი ექიმი. ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის წევრებიდან არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, ჰაბერმა მწუხარება გამოთქვა ადამიანის დაღუპვის გამო და განაცხადა, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას დე ფაქტო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად პატრულირების უფლება აქვს და მისიის შეუიარაღებელ დამკვირვებლებზე, მათი კანონიერი მოვალეობის შესრულების დროს, ნებისმიერი თავდასხმა სრულიად დაუშვებელია.
XS
SM
MD
LG