Accessibility links

ჩრდილოეთ კავკასიაში 6 შეიარაღებული პირი მოკლეს


რუსეთში პოლიციის ცნობით, ჩრდილოეთ კავკასიაში ორი სხვადასხვა ინციდენტის დროს 6 შეიარაღებული პირი მოკლეს. ყაბარდო-ბალყარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მილიციელებმა მოკლეს 4 მამაკაცი მას შემდეგ, რაც მათ სროლა დაიწყეს, როცა პოლიციამ მათი მანქანა გააჩერა დოკუმენტების შესამოწმებლად. მეორე ურთიერთსროლის შესახებ კი დაღესტნიდან იუწყებიან: რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის განცხადებით, პოლიციამ 2 შეიარაღებული პირი მოკლა.
XS
SM
MD
LG