Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს ირანში ძალადობის გამო


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს შეშფოთება გამოთქვა ირანში ძალადობისა და "უსამართლო ზომების" გამო, რომელთაც დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართავენ. ამ შინაარსის განცხადება მან გააკეთა მრჩევლებთან შეხვედრის დროს, როცა პრეზიდენტს გააცნეს აქტუალური ინფორმაცია ირანში მიმდინარე პროცესზე. გუშინ პრეზიდენტი ობამა ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა შექმნილ ვითარებას და ირანის ლიდერებს მოუწოდა, შეწყვიტონ ძალადობა, მიმართული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. იუწყებიან ასევე, რომ ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დევიდ მილიბენდმა უსაფუძვლო უწოდა ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის ბრალდებას, თითქოს აშშ და ბრიტანეთი ერეოდნენ ისლამური რესპუბლიკის საშინაო საქმეებში. მილიბენდის განცხადებით, უცხოეთს მხარდაჭერა არ გაუწევია ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლებისთვის, რაც ირანში მოჰყვა საპრეზიდენტო არჩევნების სადავო შედეგს.
XS
SM
MD
LG