Accessibility links

ნაზრანში თავს დაესხნენ ინგუშეთის პრეზიდენტს


ნაზრანში თავს დაესხნენ ინგუშეთის პრეზიდენტს იუნუს-ბეკ ევკუროვს. რუსეთის წყაროების ცნობით, პრეზიდენტი დაიჭრა, თუმცა - როგორც ექიმები ამბობენ - მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაზუსტებული ინფორმაციით, დაიღუპა ორი, ხოლო დაიჭრა სამი ადამიანი, მათ შორის - პრეზიდენტის ძმა. თვითმკვლელმა მოიერიშემ გზის პირას გაჩერებული დანაღმული მანქანა მაშინ ააფეთქა, როცა მას პრეზიდენტის კორტეჟმა ჩაუარა. რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების ფედერალურ სამსახურს გამოძიების ჩატარება დაავალა. 13 ივნისს ინგუშეთში მოკლეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაშირ აუშევი.
XS
SM
MD
LG