Accessibility links

logo-print

ბაქრაძე: "პარლამენტისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობა რიგითი ინციდენტი არ არის"


პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა, დაგმონ პარლამენტის შენობისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობის ფაქტი. როგორც ბაქრაძემ განაცხადა, ეს ფაქტი რიგითი ინციდენტი აღარ არის. მისი თქმით, ყველას ახსოვს ცეცხლმოკიდებული პარლამენტი 17 წლის წინ, რითაც თავის დროზე სამოქალაქო ომი დაიწყო. "ცეცხლმოკიდებული პარლამენტის შენობა არის სიმბოლო სამოქალაქო ომისა, დაპირისპირებისა და ნგრევისა", – განაცხადა ბაქრაძემ და ყველა პოლიტიკურ ძალას და ლიდერს მოუწოდა, კარგად გაიაზრონ ის ზღვარი, რომლის იქით გადასვლა მათი საკუთარი პოლიტიკური ამბიციებიდან ქვეყანას ნგრევისა და დაპირისპირების მიმართულებით წაიყვანს. მიღებული ცნობების თანახმად, წუხელ პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელს აალებადი სითხით, ე.წ. "მოლოტოვის კოკტეილით" სავსე ბოთლი ესროლეს.
XS
SM
MD
LG