Accessibility links

გუშაგთა საბჭო: "აღმოჩენილი დარღვევები გავლენას ვერ მოახდენდა კენჭისყრის შედეგზე"


ირანის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ დაადასტურა, რომ არჩევნების დროს ხმის მიცემისას თავი იჩინა დარღვევებმა. გუშაგთა საბჭოს წარმომადგენლის განცხადებით, 50 ქალაქში დათვლილი ხმების რაოდენობა ამომრჩეველთა რაოდენობაზე მეტი იყო. მისივე თქმით, ეს განსხვავება არჩევნების შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა. კვირას ირანში საპროტესტო აქციები და დემონსტრაციები არ გამართულა, თუმცა წინა დღეების აქციათა მონაწილეების დაპატიმრება გრძელდება. ირანის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ახლა თეირანში მშვიდი ვითარებაა. შაბათს პოლიციამ ირანში მანიფესტანტების დასაშლელად ხელკეტები, "წყლის ზარბაზნები" და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. საპროტესტო აქციები ირანში მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის მომხრეები არ დაეთანხმნენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. ოფიციალური მონაცემებით არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა.
XS
SM
MD
LG