Accessibility links

logo-print

ვაშინგტონში გაიმართა საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის კომისიის პირველი სხდომა


დღეს ვაშინგტონში, საქართველოსა და აშშ-ის მიერ ხელმოწერილი სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში, გაიმართა ორმხრივი კომისიის პირველი სხდომაც, რომელიც სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ფილიპ გორდონმა გახსნა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, თბილისის დელეგაციას მზად აქვს კონკრეტული წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავს ქარტიის გარდაქმნას კონკრეტულ სამოქმედო გეგმად. დღეს ვაშაძე უნდა შეხვედროდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს, მაგრამ, გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა აღარ შედგება. შეხვედრის გადადების ოფიციალურ მიზეზად ასახელებენ იმ ფაქტს, რომ კლინტონს ხელი აქვს მოტეხილი და პარასკევს მას ოპერაციაც გაუკეთეს. საქართველოში აშშ-ის ელჩის, ჯონ ტეფტის ინფორმაციით, რასაც ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს, ჰილარი კლინტონი ”ცდილობდა, რომ ეს შეხვედრა შემდგარიყო, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ახლა ეს შეუძლებელია." საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ჯეიმს შტაინბერგი შეხვდა.
XS
SM
MD
LG