Accessibility links

საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს მუჟავაში მომხდარი აფეთქების გამო


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა წალენჯიხის რაიონში კვირას მომხდარი აფეთქების გამო და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულის ოჯახს. გუშინ სოფელ მუჟავაში, ევროკავშირის მეთვალყურეთა პატრულირებისას, ნაღმზე აფეთქდა მათი თანხმლები სამედიცინო დახმარების ავტომანქანა, რის შედეგადაც დაიღუპა მანქანის მძღოლი და დაშავდა ექიმი. მუჟავაში მომხდარი კიდევ ერთი აფეთქების შესახებ იუწყება დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მისი ინფორმაციით, გამთენიისას აფეთქება მოხდა "კავკასიონის" მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე, რასაც წინ უძღოდა ამავე სოფელში მოქმედი პოლიციის საგუშაგოს დაცხრილვა. სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქებას და სროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ ინციდენტებთან კავშირი კატეგორიულად უარყო გალის რაიონის აფხაზურმა ადმინისტრაციამ.
XS
SM
MD
LG