Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუშაგთა საბჭო დემონსტრანტებს ძალის გამოყენებით ემუქრება


ირანის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ - გუშაგთა საბჭომ - საპროტესტო აქციების მონაწილეები გააფრთხილა, რომ თუ აქციები გაგრძელდა, მათს წინააღმდეგ ძალას გამოიყენებენ. მიუხედავად ამ გაფრთხილებისა, მიღებული ცნობების თანახმად, თეირანის ცენტრში რამდენიმე ასეული დემონსტრანტი შეიკრიბა. გუშაგთა საბჭოს საინტერნეტო გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე დემონსტრაციები ირანის წინააღმდეგ შეთქმულების ნაწილია და "საბოტაჟსა და ამბოხს" ბოლო უნდა მოეღოს. დღესვე გუშაგთა საბჭომ დაადასტურა, რომ არჩევნების დროს ხმის მიცემისას მართლაც იჩინა თავი დარღვევებმა. მაგრამ ისინი არჩევნების შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა. კვირას ირანში საპროტესტო აქციები და დემონსტრაციები არ გამართულა, თუმცა წინა დღეების აქციათა მონაწილეების დაპატიმრება გრძელდება. ირანის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ახლა თეირანში მშვიდი ვითარებაა. შაბათს პოლიციამ ირანში მანიფესტანტების დასაშლელად ხელკეტები, "წყლის ზარბაზნები" და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. საპროტესტო აქციები ირანში მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის მომხრეები არ დაეთანხმნენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. ოფიციალური მონაცემებით არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა.
XS
SM
MD
LG