Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰაბერი "მიზანმიმართულ თავდასხმად" აფასებს მუჟავაში მომხდარ აფეთქებას


ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელის ჰანსიორგ ჰაბერის განცხადებით, 21 ივნისს, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მომხდარი აფეთქება მისიაზე "მიზანმიმართული თავდასხმაა". კვირას, სოფელ მუჟავაში, ევროკავშირის მეთვალყურეთა პატრულირებისას, ნაღმზე აფეთქდა მათი თანხმლები სამედიცინო დახმარების ავტომანქანა, რის შედეგადაც დაიღუპა მანქანის მძღოლი და დაშავდა ექიმი. 22 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ჰანსიორგ ჰაბერი ინციდენტის გამო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ მისიის თანამშრომელთა წინასწარი გამოძიების თანახმად, ეს "საპატრულო ჯგუფზე, მათი ყოვედღიური საქმიანობის მსვლელობისას განხორციელებული მიზანმიმართული თავდასხმა იყო." ჰაბერი იმედს გამოთქვამს, რომ ამ ტრაგიკული ინციდენტისთვის პასუხისმგებელ პირებს დააკავებენ და დასჯიან. "მანამდე მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად გამოიყენოს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების [ჟენევის მოლაპარაკებებზე] შეთანხმებული მექანიზმი," ვკითხულობთ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG