Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ICG: უცხოელ მეთვალყურეთა არყოფნამ, შესაძლოა, ახალი დაპირისპირება გამოიწვიოს


აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაეროსა და ეუთოს მეთვალყურეთა არყოფნამ, შესაძლოა, გაამწვავოს დაძაბულობა საქართველოს ამ სეპარატისტულ რეგიონებში და ახალი ფართომასშტაბიანი დაპირისპირება გამოიწვიოს - ნათქვამია კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის (ICG) მოხსენებაში. ბრიუსელში მოქმედმა ამ კვლევითმა ინსტიტუტმა დღეს გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, რუსეთის მიერ ხსენებულ ორ რეგიონში სამხედრო ძალის კონსოლიდაცია და მისი უარი, მანდატის ვადა გაეგრძელებინათ გაეროსა და ეუთოს მისიებისთვის, ხიფათის მომასწავებელია. "რუსეთს არ შეუსრულებია საზავო შეთანხმების მთავარი მუხლები, ხოლო მხარეებმა ვერ მოახერხეს საქმიანი დიალოგის დაწყება სტაბილური ვითარების მისაღწევად", ვკითხულობთ ანგარიშში. კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის აზრით, გაეროს მისიის საქმიანობის შეწყვეტამ, შესაძლოა, დაუცველობის შეგრძნება გაუჩინოს აფხაზეთში მცხოვრებ 40 ათასამდე ქართველს და მათ საკუთარი სახლ-კარის დატოვება გადააწყვეტინოს. ICG მოუწოდებს რუსეთს, ხელი შეუწყოს სამხრეთ ოსეთიდან დევნილი 25 ათასამდე ქართველის შინ დაბრუნებას.
XS
SM
MD
LG