Accessibility links

საქართველოს ლიტვის პრეზიდენტი სტუმრობს


წუხელ საქართველოს ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი ეწვია. საპრეზიდენტო ვადის დასრულებასთან დაკავშირებით, საქართველოში სტუმრობა პრეზიდენტის რანგში მისთვის უკანასკნელი ვიზიტია. თბილისში მყოფი ლიტვის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ვილნიუსის სკვერის გახსნაში. მის საპატივცემულოდ საზეიმო მიღებაც გაიმართება. ოფიციალურ შეხვედრათა შორის არის შეხვედრები თბილისის მერთან და საქართველოს პრეზიდენტთან.
XS
SM
MD
LG