Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგუშეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა


ინგუშეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები კვლავ სტაბილურად მძიმედ აფასებენ. იუნუს-ბეკ ევკუროვი, რომლის წინააღმდეგ ორშაბათს თავდასხმა განხორციელდა, ნაზრანიდან მოსკოვში გასულ საღამოს გადაიყვანეს. ინგუშეთის პრეზიდენტის კორტეჟის გადაადგილებისას მომხდარი აფეთქების გამო, რომელმაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რუსეთის პროკურატურამ ათობით მოწმე უკვე დაკითხა და ამჟამად რამდენიმე სახის ექსპერტიზას განაგრძობს. გამოძიების მთავარი ვერსიით, თავდასხმა განახორციელა უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებამ, რომელიც მიზნად ინგუშეთში ვითარების დესტაბილიზაციას ისახავდა.
XS
SM
MD
LG