Accessibility links

ჯოზეფ ბაიდენი თბილისსა და კიევში ვიზიტებს გეგმავს


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ივლისში საქართველოსა და უკრაინას ეწვევა. თეთრი სახლის ინფორმაციით, 20-24 ივლისს დაგეგმილი ვიზიტებისას, ჯოზეფ ბაიდენი ორივე ქვეყნის ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება და საქართველოსა და უკრაინაში დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერას დაადასტურებს. თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის კონკრეტული დეტალები მოგვიანებით გამოქვეყნდება.
XS
SM
MD
LG