Accessibility links

სააკაშვილმა და ადამკუსმა თბილისში ვილნიუსის სახელობის სკვერი გახსნეს


პრეზიდენტმა სააკაშვილმა ლიტველ კოლეგას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც აგვისტოს ომისას პირადად ვალდას ადამკუსმა და ლიტველმა ხალხმა საქართველოს გამოუცხადეს. „დღეს არა მხოლოდ ვხსნით სკვერს, არამედ პატივს მივაგებთ ლიტვის პრეზიდენტს ვალდას ადამკუსს. ჩვენ, ქართველ და ლიტველ ხალხს ბევრი რამ გვაკავშირებს. ლიტვამ და საქართველომ საბჭოთა კავშირის დროს ხელში აიღეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დროშები“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სააკაშვილმა ლიტვის პრეზიდენტს უმაღლესი ქართული სამხედრო ჯილდო, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი გადასცა.

პრეზიდენტმა ადამკუსმა აღნიშნა, რომ დღევანდელ პირობებში საქართველოს სჭირდება გაცილებით ძლიერ მხარდაჭერა, ვიდრე ყველა ევროპულ სახელმწიფოს ერთად. ვალდას ადამკუსის განცხადებით, საქართველოს შეუძლია ლიტვის სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს

XS
SM
MD
LG