Accessibility links

logo-print

ავღანეთში გაეროს სამი თანამშრომელი დაიღუპა


ავღანეთში, გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს სამი თანამშრომელი დაიღუპა - აფეთქება ჩრდილოეთში მდებარე ჯოვზანის პროვინციაში მოეწყო. პროვინციის გუბერნატორმა თალიბანს დააკისრა აფეთქების პასუხისმგებლობა. მისივე თქმით, აფეთქებასთან კავშირში ეჭვმიტანის საფუძველზე დაკავებულია სამი ადამიანი.
XS
SM
MD
LG