Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ შეზღუდულ რეჟიმში განაგრძობს მანასის ბაზის გამოყენებას


გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა და ყირგიზეთმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, შეერთებულ შტატებს შეეძლება, გარკვეული შეზღუდვებით ისარგებლოს ყირგიზეთში მდებარე მანასის საავიაციო ბაზით ავღანეთში ტვირთების გასაგზავნად. ბიშკეკიდან როგორც იუწყებიან, შეთანხმების პროექტით, ამერიკულ თვითმფრინავებს შეეძლებათ მარტო არა-ლეტალური ტვირთების მიწოდება ამერიკელი სამხედროებისთვის ავღანეთში. ამერიკული მხარე იმედოვნებოდა, რომ შეინარჩუნებდა მანასის სამხედრო ბაზით სრულად სარგებლობის უფლებას.
XS
SM
MD
LG