Accessibility links

logo-print

ბელორუსიას, შესაძლოა, დაუბრუნონ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგანგებო სტუმრის სტატუსი


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თანახმაა, ბელორუსიას დაუბრუნოს საგანგებო სტუმრის სტატუსი, ოღონდ მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმს გამოაცხადებს. ამის შესახებ საუბარია დასკვნით რეზოლუციაში, რომელიც ასამბლეამ დღეს მიიღო. საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე მიღებულ იქნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სექტემბრის სხდომაზე, რომელიც პარიზში გაიმართება.
XS
SM
MD
LG