Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი შეძრწუნებული და აღშფოთებულია ირანის მოვლენების გამო


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, დღეს განაცხადა, რომ შეძრწუნებული და აღშფოთებულია ირანში დემონსტრანტების მიმართ მუქარის, მათი ცემის და დაპატიმრების გამო. ვაშინგტონში პრესკონფერენციაზე ობამამ მკაცრად დაგმო, როგორც მან თქვა, ირანის ხელისუფალთა უსამართლო ქმედებები. მან, ბრალდებას, რომ აშშ-ის აქეზებს მასობრივ პროტესტებს, უწოდა მართლაც მცდარი და აბსურდული. ობამას განცხადება მოჰყვა ირანის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - გუშაგთა საბჭოს მიერ - ოპოზიციის მხარდამჭერთა მოთხოვნის, გაეუქმებინა 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი, უარყოფას.
XS
SM
MD
LG