Accessibility links

logo-print

გაჩეჩილაძე და გამყრელიძე გერმანიაში კახა თარგამაძეს შეხვდნენ


ინტერნეტსაიტზე Youtube.com უცნობმა პირმა დადო ვიდეომასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ ხვდებიან არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები ლევან გაჩეჩილაძე და დავით გამყრელიძე საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს კახა თარგამაძეს. შეხვედრა, სავარაუდოდ, 18 ივნისს, ბერლინში, სასტუმრო „ადლონ კემპინსკიში“ შედგა. კადრები რამდენიმე შეხვედრის დროსაა გადაღებული. ერთში მხოლოდ გაჩეჩილაძე და თარგამაძე ჩანან, სხვა კადრებში კი მათ დავით გამყრელიძეც უერთდება.
XS
SM
MD
LG