Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნინო გვენეტაძე


24 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინო გვენეტაძე, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი, სამართლის დოქტორი. გვენეტაძის თქმით, საზოგადოებრივი კომისია უკვე ორი თვეა მუშაობს. მასში 16 წევრი და ორი ექსპერტია გაერთიანებული და ისინი მოამზადებენ კონსტიტუციის პროექტს, რომელიც იქნება ალტერნატიული დოკუმენტი საზოგადოების სამსჯავროზე გამოსატანად. შეიქმნა ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ შემდეგ მიმართულებებზე: ადამიანის ძირითად უფლებები და თავისუფლებები; საკანონმდებლო ხელისუფლება; აღმასრულებელი ხელისუფლება; სასამართლო ხელისუფლება; ტერიტორიული მოწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობა; საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვა და გარდამავალი დებულებები; რიგგარეშე არჩევნები. გვენეტაძე არ გამორიცხავს, რომ ამ ჯგუფის მიერ მომზადებული კონსტიტუციის პროექტის ზოგიერთი დებულება პროცესის ბოლოს გაზიარებულიც იყოს პარლამენტისთვის წარსადგენ პროექტში. ნინო გვენეტაძის აზრით, თავისთავად ცუდი არაფერია და პირიქით - დემოკრატიული და კონკურენციის წამახალისებელია ის, რომ კონსტიტუციის პროექტზე ერთზე მეტი პროცესი წარიმართება. ნინო გვენეტაძეს ნინო გელაშვილი ესაუბრა:
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG