Accessibility links

ოპოზიციის ლიდერები გერმანიაში კახა თარგამაძეს შეხვდნენ


ინტერნეტსაიტზე Youtube.com უცნობმა პირმა დადო ვიდეომასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ ხვდებიან არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები ლევან გაჩეჩილაძე და დავით გამყრელიძე საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს კახა თარგამაძეს. შეხვედრა, სავარაუდოდ 18 ივნისს, ბერლინში, სასტუმრო „ადლონ კემპინსკიში“ შედგა. კადრები რამდენიმე შეხვედრის დროსაა გადაღებული. ერთში მხოლოდ გაჩეჩილაძე და თარგამაძე ჩანან, სხვა კადრებში კი მათ დავით გამყრელიძეც უერთდება.

ლევან გაჩეჩილაძემ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან ბერლინში შეხვედრის ფაქტი დაადასტურა: „ჩვენ შევხვდით კახა თარგამაძეს და ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის, ვინ აფინანსებდა თავის დროზე მიხეილ სააკაშვილს, ხელისუფლებიდან ვის რა კონტაქტები აქვს რუსეთთან და როგორ ცდილობენ, საქართველო გაყიდონ“, - აღნიშნა გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე განცხადებით, თარგამაძესთან არ უსაუბრია ოპოზიციის დაფინანსებაზე, თუმცა ამ საკითხზე ესაუბრა სხვა პირებს, რომლებსაც ევროპაში მოგზაურობისას შეხვდა.
XS
SM
MD
LG