Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი სომხეთს სტუმრობს


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა ერევანში. სომხეთის პრეზიდენტთან სერჟ სარქისიანთან შეხვედრისას, ის განიხილავს ორი ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარე ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ხელახლა გახსნის პერსპექტივასაც. ამ მარშრუტის ამოქმედებას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთში ტვირთების ტრანსპორტირების თვალსაზრისით.
XS
SM
MD
LG