Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგუშეთი უარყოფს თავის ტერიტორიაზე ოპერაციების "გარედან" ჩატარების შესაძლებლობას


ინგუშეთის ხელისუფლებამ უარყო თავის ტერიტორიაზე ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად რაიმე სახის სპეცოპერაციების ჩატარება. ინგუშეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რაშიდ გაისანოვის თქმით, რესპუბლიკაში მწყობრად მოქმედებენ ხელისუფლების კანონიერი ორგანოები, და განცხადებები მისი "გარედან მართვის" თაობაზე ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. სამშაბათს ინგუშეთის მეზობელი ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მას ინგუშეთში მეამბოხეთა წინააღმდეგ ბრძოლის დაწყება დაავალა. ორშაბათს ნაზრანში თავს დაესხნენ ინგუშეთის პრეზიდენტს იუნუს-ბეკ ევკუროვს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. თავად ევკუროვი მძიმედ დაიჭრა. თავად ევკუროვი საავადმყოფოში მოათავსეს.
XS
SM
MD
LG