Accessibility links

logo-print

"ოქროს საწმისის ძიებაში"


ქართულ-რუსული პოეტური ფესტივალის ემბლემა

ქართულ-რუსული პოეტური ფესტივალის ემბლემა

25 ივნისს რუსეთში, ბელორუსიასა და უკრაინაში სლავი ხალხის მეგობრობისა და ერთობის დღე აღინიშნა. ასეთი დღესასწაულების მოწყობის იდეა მოსკოვიდან მოდის, თუმცა სლავი ხალხის ერთიანობის იდეას მინსკსა და კიევშიც უამრავი მხარდამჭერი ჰყავს... უამრავი არა, მაგრამ მხარდამჭერები გამოუჩნდა ქართულ-რუსულ ლიტერატურულ ფესტივალს ”ოქროს საწმისის ძიებაში”, რომელიც ამ დღეებში მიმდინარეობს საქართველოში.

გასული წლის მიწურულს მოსკოვში, კიევსა და მინსკში მოეწყო აქცია ”ერთი ეკლესიის მშენებლობა ერთ დღეში, ერთდროულად”... სამ ქალაქში ერთდროულად ჩაუყარეს საძირკველი მართლმადიდებელ ტაძარს.

ხალხმრავალი იყო რუსეთის დუმის დელეგაცია კიევში, სადაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები სლავი ხალხისა და რუსეთის ერთიან’ობაზე საუბრობდნენ. დეპუტატმა ბაბურინმა პირდაპირ თქვა, კიევში რუსული სახელმწიფოს ძირები მეგულებაო.

სლავი ხალხის მეგობრობისა და ერთიანობის დღეს ამ სამი ქვეყნის ეკლესია უჭერს მხარს...მიუხედავად იმისა, რომ დაიძაბა რუსეთ-ბელორუსიის ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ ”ერთიანობის ფესტივალს” არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს უკრაინაში, ფესტივალი წელსაც ჩატარდა და პრესაშიც კარგად გაშუქდა. საპატრიარქოებმა მხარი დაუჭირეს, მაგრამ პრესაში თითქმის არ გაშუქდა ქართულ-რუსული კულტურული ფესტივალი, უფრო სწორად, ლიტერატურული ფესტივალი ”ოქროს საწმისის ძიებაში”, რომელიც 20 ივნისს გაიხსნა გრიგოლეთში... მართალი გითხრათ, გაუგებარია, რატომ ჰქვია ქართველი და რუსი პოეტების, აი, უკვე მესამე ფესტივალს ”ოქროს საწმისის ძიებაში”... რატომ ეძებენ ოქროს საწმისს ქართველი და რუსი პოეტები ერთად? თუმცა არც ესაა მთავარი კითხვა, რომელსაც ეს ფესტივალი ბადებს... ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი (თუნდაც ინტერნეტსაიტ ფორუმ.ჯის მომხმარებელთა აბსოლუტური უმრავლესობა) მკვეთრად უარყოფითად, უფრო მეტიც, აგრესიულად შეხვდა ამ ფესტივალის ჩატარებას - მით უმეტეს, რომ ფესტივალის პროგრამაში ჩართულია, მაგალითად, მრგვალი მაგიდა რუსულ ენაზე, როგორც ”ხალხთა გამაერთიანებელზე”, თუმცა ომი საერთოდ არაა ნახსენები... არადა, ფესტივალის მონაწილეებს - მისი ორგანიზატორის, ”რუსკი კლუბის”, საიტით თუ ვიმსჯელებთ - მისასალმებელი წერილები გაუგზავნეს საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებმა... სხვათა შორის, საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულ ურთიერთობას არც ამ წერილების ავტორები ეხებიან... უფრო ქართველი და რუსი ხალხის დაახლოებასა და სულიერ ერთობაზე აკეთებენ აქცენტს. საქართველოდან ფესტივალში მონაწილეობენ სხვადასხვა თაობის პოეტები, რეჟისორები, მუსიკოსები: ჯანსუღ ჩარკვიანი, ნიკო გომელაური, ირმა სოხაძე, ლია სტურუა, რეზო ჩხეიძე, შოთა იათაშვილი, კოტე ყუბანეიშვილი.

ფესტივალის გახსნას არც რუსული პრესა გამოეხმაურა განსაკუთრებით აქტიურად. იმ დღეს, როცა გრიგოლეთში ქართველი და რუსი პოეტების ფესტივალი გაიხსნა, ”რია ნოვოსტიმ” გვაუწყა, რომ მოსკოვში აგვისტოს მოვლენების წლისთავის აღსანიშნავად დაიწყო მუშაობა დოკუმენტურ ფილმზე ”პრინუჟდენიე კ მირუ”, რომლის პრემიერა 8 აგვისტოს შედგება ტელეარხ ”როსიას” ეთერში.
XS
SM
MD
LG