Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში დააპატიმრეს რეფორმისტი საპრეზიდენტო კანდიდატის გაზეთის თანამშრომლები


ირანის საპრეზიდენტო არჩევნების რეფორმისტი კანდიდატის, მირ ჰოსეინ მუსავის გაზეთის, “ქალემეჰ საბზის - “მწვანე სამყროს” რედაქტორის ინფორმაციით, დააკავეს გაზეთის 25 ჟურნალისტი. არჩევნების შემდეგ გაზეთი აიკრძალა. მასობრივი პროტესტის პერიოდში ირანში ბევრი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი დაკავეს.
მუსავის ცოლმა, ზაჰრა რანავარდმა მოწოდება გამოთქვა დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ საპროტესტო გამოსვლების დროს დაკავებული პირები. მისი თქმით, მისი მოვალეობაა განაგრძოს კანონიერი პროტესტი და გააკრიტიკა ქუჩებში შეიარაღებული ძალების ყოფნა.
XS
SM
MD
LG