Accessibility links

logo-print

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი არ აპირებს დაესწროს ავღანეთის შესახებ შეხვედრას იტალიაში


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მანუჩერ მოტაკიმ განაცხადა, რომ არ გეგმავს დაესწროს რვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების იტალიაში შეხვედრას, რომელიც ავღანეთის საკითხს ეძღვნება. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკო ფრატინიმ მოთხოვა ირანს, უპასუხოს შეხვედრაზე მიწვევას. ირანსა და დასავლეთს შორის დაძაბული ურთიერთობა გამწვავდა ირანის სადავო არჩევნების შემდეგ.
XS
SM
MD
LG