Accessibility links

logo-print

ბულგარეთში დააკავეს კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი


კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, აგიმ ჩეკუ დღეს დააკავეს ბულგარეთში, სერბიის მიერ გაცემული დაპატიმრების საერთაშორისო ორდერის თანახმად. ჩეკუს ბელგრადი ბრალს დებს, რომ მონაწილეობდა 1998-1999 წლების ომის დროს ეთნიკური ალბანელების მიერ სერბების მიმართ ჩადენილ ომის დანაშაულში. პრემიერის გარდა, ჩეკუს ეკავა კოსოვოს განთავისუფლების ალბანური არმიის სამხედრო მეთაურის თანამდებობა.
XS
SM
MD
LG