Accessibility links

logo-print

სააკაშვილი კახა თარგამაძესთან ოპოზიციის ლიდერთა შეხვედრას გამოეხმაურა


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის ოპონენტებს მოუწოდა, გაემიჯნონ ადამიანებს, რომლებიც კორუფციასა და უკანონობასთან ასოცირდებიან. ასე გამოეხმაურა ერევანში ვიზიტად მყოფი სააკაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერების ლევან გაჩეჩილაძისა და დავით გამყრელიძის ამასწინანდელ შეხვედრას შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან კახა თარგამაძესთან. პრეზიდენტმა ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდა, მაქსიმალური პასუხისმგებლობა გამოიჩინონ როგორც ქვეყნის მიმართ, ისე ერთმანეთისადმი. ერევანში სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა ისაუბრა საქართველოს წინაშე არსებულ გარე საფრთხეებზე და აღნიშნა, რომ საქართველოში დესტაბილიზაციის მიზნით, მოსკოვი იყენებს ხალხს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და პირდაპირ კავშირშია ამ ქვეყნის სპეცსამსახურებთან. თარგამაძესთან გაჩეჩილაძისა და გამყრელიძის შეხვედრის შესახებ ცნობილი გახდა ოთხშაბათს, როცა ინტერნეტსაიტმა YouTube-მა შეხვედრის ამსახველი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა.
XS
SM
MD
LG