Accessibility links

რუსეთი და ნიგერია ენერგეტიკაში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ


რუსეთ,ა ბირთვულ ენერგეტიკაში, ბუნებრივი აირისა და ნავთობის მოძიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ რამდენიმე შეთანხმებას მოაწერა ხელი ნიგერიასთან. რუსეთის პრეზიდენტი იმყოფებოდა ოთხშაბათს ნიგერიაში, რომელიც აფრიკის ყველაზე დიდი ნავთობმწარმოებელი ქვეყანაა. მედვედევის განცხადებით, ნიგერიაში ინვესტიციები სავარაუდოდ მილიარდობით დოლარი იქნება. რუსეთ-ნიგერიის შეთანხმება ითვალისწინებს ”გაზპრომისა” და ნიგერიის მთავარი ნავთობმწარმოებელი კომპანიის მონაწილეობით ერთობლივი საწარმოს შექმნას, აგრეთვე ტრანს-აფრიკული მილსადენის შექმნას, რომლითაც ნიგერიის ბუნებრივი აირი ევროპელ მომხმარებლებს უნდა მიეწოდოს. გათვალისწინებულია აგრეთვე რუსეთის ჩართვა ნიგერიაში ბირთვული რეაქტორის მშენებლობაში.
XS
SM
MD
LG