Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილმა სომხეთში ვიზიტი დაასრულა


დღეს ერევანში ერთმანეთს საქართველოს პრეზიდენტი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი შეხვდნენ. მიხეილ სააკაშვილისა და ტიგრან სარქისიანის საუბრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციებმა ეკონომიკის და ვაჭრობის განვითარებაზე იმსჯელეს. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი სომხეთიდან ბათუმამდე საავტომობილო გზის მშენებლობაა, რომელიც მომავალ წელს უნდა დასრულდეს.
XS
SM
MD
LG