Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის გამო, ერევანში საპროტესტო აქცია გაიმართა


დღეს ერევანში პარტია „დაშნაკციუტუნის“ ინიციატივით, საპროტესტო აქცია გაიმართა. მისმა ორგანიზატორებმა წაიკითხეს მიხეილ სააკაშვილისადმი მიმართვა, რომელშიც საქართველოში არსებული სომხური ეკლესიების ასიმილაციის შეჩერება, სომხურენოვანი სკოლები ხელშეწყობა, სახელმწიფო სტრუქტურების მიერ სომეხი მოსახლეობის დაშინების შეწყვეტა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მეორე სახელმწიფო ენად სომხურის გამოცხადება მოითხოვეს. სომხეთის ახალი ამბების სააგენტოს ცნობით, ერევნის პოლიციამ აქციის მონაწილეებს მთავრობის სახლთან შეკრების უფლება არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა ახლომდებარე ტერიტორიაზე მსვლელობა მოაწყვეს.
XS
SM
MD
LG